„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 94-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დოქტორანტობის კანდიდატებს, რომლებიც სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 31 იანვრის N21/01-01 ბრძანებებით დადგენილ ვადებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადნენ უცხო ენის გამოცდაზე, განესაზღვროთ დამატებითი საგამოცდო ვადები:
ა) გამოცდა უცხო ენაში - 17 თებერვალი (10:00 სთ);
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 17 თებერვალი;
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 18 თებერვალი (13:00 სთ-მდე);
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 18 თებერვალი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე