Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის, მე-5 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 13 სექტემბრის Nგ-1/328/2021 გადაწყვეტილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.        სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების (შემდგომში - ,,სტიპენდია“) მინიჭების წარმოების პროცესში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია აღნიშნული სტიპენდიის კონკრეტულ პირთა წრისათვის (სტუდენტებისათვის) მინიჭების მიზნით, რაც ემსახურება მათი სწავლის უფლების რეალიზების დამატებით ხელშეწყობას, ზრდის სტუდენტთა წრეში სწავლის გაუმჯობესების თვალსაზრისით მოტივაციას.
2.        უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სტიპენდიის მინიჭების წარმოების პროცესში მიღებული განცხადებები და მათზე თანდართული დოკუმენტაცია უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტზე უნდა გადაეცეს სტიპენდიის მინიჭების წარმოების განსახორციელებლად (განცხადებების განხილვისა და შედეგების დაფიქსირების მიზნით) გამოყოფილ კომისიას (შესაბამისი ფაკულტეტის პერსონალს შემადგენლობით), რომელიც ვალდებულია წარმოდგენილი ინფორმაცია განხილოს, განხილვასთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია დაამუშაოს მხოლოდ სტიპენდიის მინიჭების წესით განსაზღვრული  მიზნების  მისაღწევად,  არ  გაამჟღავნოს  მისთვის  წარმოებისას  მიღებული პერსონალური ინფორმაცია ისეთ პირზე, რომელიც არ არის უფლებამოსილი იცნობდეს მას.
3.        უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სტიპენდიის მინიჭების წარმოების პროცესში, წარმოებაში მონაწილე პერსონალი უფლებამოსილია დაამუშაოს, როგორც სტუდენტის მიერ სტიპენდიის მიღების მიზნით წარმოდგენილი ინფორმაცია, ისე ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელი სტუდენტის თაობაზე უკვე დაცულია შესაბამის უფლებამოსილ პერსონალთან როგორც ქაღალდურ, ისე ელექტრონულ საინფორმაციო მატარებელზე და რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტებასთან, დეტალიზებასთან, სანდოობის დადგენასთან და სტუდენტებისათვის სტიპენდიის მინიჭების კანონიერ მიზნებთან.
4.        სტიპენდიის მინიჭების წარმოების დასრულების შემდგომ, წარმოების შედეგები ეცნობება სტიპენდიის მინიჭების მიზნით განცხადების წარმომდგენ სტუდენტებს შემდეგი წესით:

ა) სტიპენდიით დაფინანსებულ სტუდენტთა ერთიანი სია მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის სამართლებრივი აქტით, რომლის შინაარსი ქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე შესაბამისი ერთიანი სიის გარეშე;

ბ) კონკურსში მონაწილე პირთა საკონკურსო შედეგები, ასევე სტიპენდიით დაფინანსებულ პირთა სია ქვეყნდება ფაკულტეტების მიხედვით, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პირთა ისეთი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია სხვა პირის მიერ პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი იდენტიფიცირება.

5.       წინამდებარე ბრძანების მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნივერისტეტის (შესაბამისი ფაკულტეტების) ვებგვერდიდან აღებული უნდა იქნას ყოველი კონკრეტული სასტიპენდიო კონკურსის დასრულებისა და ამავე კონკურსის შედეგად პირთა ყველა უფლების, ასევე ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი“-ს მიზნების რეალიზებისთანავე.
6.        ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე  გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.        ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8.        ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
9.        წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.


რექტორი გიორგი შარვაშიძე