Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, რექტორის 2019 წლის 31 ოქტომბრის N274/01-01 ბრძანების, 2021 წლის 21 იანვრის N2/01- 01 ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 15 თებერვლის N3065/28 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.   განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დოქტორანტურის  საგანმანათლებლო  პროგრამაზე
„მათემატიკა“ - 5 ვაკანტური ადგილი;
2.   რიგგარეშე  შიდა  მობილობის  წესით  საგანმანათლებლო  პროგრამის  შეცვლის მსურველთა საბუთების მიღების ვადა - 17-21 თებერვლი;
3.   საგანმანათლებლო ერთეულის მიერ კრედიტების აღიარება - 22-23 თებერვალი;
4.   ხელშეკრულების    გაფორმება    საგანმანათლებლო    პროგრამის    შეცვლის მსურველებთან - 24 თებერვალი;
5.   საგანმანათლებლო    ერთეულის    მიერ    სასწავლო    პროცესის    მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 25 თებერვალი;
6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   ბრძანების    შესაბამისი    სტრუქტურული    ერთეულებისათვის    გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე