Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და  მე-9 მუხლების,  ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2022 წლის 15 თებერვლის N 3174/10 წერილის (თან ერთვის ისტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N2 15.02.2022) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომელისა და  მეცნიერი თანამშრომელების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2022 წლის 14 იანვრის N3/01-01 ბრძანებაში
ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:
„1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე    შესარჩევად

დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1) გურამ ქუთელია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გელოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
2) კარლო აქიმიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გელოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
3) მარიამ ახალკაციშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გელოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.“
ბ) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:
„2. დამტკიცდეს    საკონკურსო    კომისიის    თავმჯდომარედ    გურამ    ქუთელია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კარლო აქიმიძე, მდივნად მარიამ ახალკაციშვილი.“
2.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე