Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 08 ნოემბრის 23415/27   წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის გოჩა ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი” (დანართი N1).
2. გოჩა ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია დამტკიცდეს შემდეგი
შემადგენლობით:

ა) ნანი გელოვანი – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ( კომისიის თავმჯდომარე).

ბ) დარეჯან გარდავაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი (კომისიის წევრი);

გ) გიული ალასანია – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);

დ) ჯაბა სამუშია – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);

ე) ნიკოლოზ ჯავახიშვილი – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);

ვ) მიხეილ ბახტაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);

ზ) მირიან მახარაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი, მდივანი).

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე