Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი, პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომის ფორმის ნიმუშებისა და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის დამტკიცებისა და „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2015 წლის 02 სექტემბრის №151/01-01 ბრძანებისა და „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის შესახებ“ თსუ რექტორის 2017 წლის 03 ივლისის №131/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 13 ნოემბრის


Order N:: 50/01-01


„უმაღლესი განათლების შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ და „ჟ“ პუნქტების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8 და მე-9 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51- ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57- ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და მისი დანართების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს    განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2019 წლის  29 მაისის N99/ნ ბრძანების, „სსიპ  – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ“ რექტორის 2018 წლის 12 იანვრის N04/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეტანილ  იქნეს  ცვლილება  და დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი,  პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების    დასრულების     დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომის ფორმის ნიმუშებისა და  მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის დამტკიცებისა და „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის  უმაღლესი  და  პროფესიული  განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2015 წლის  02 სექტემბრის №151/01-01  ბრძანებისა და  „სსიპ  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის  მომზადების  სერტიფიკატის   გაცემის  შესახებ“  თსუ   რექტორის  2017 წლის  03 ივლისის №131/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის  13 ნოემბრის N284/01-01  ბრძანების:

ა) სათაურის ნაწილში და ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი,  პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების  დამადასტურებელი  სახელმწიფო დოკუმენტების ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“

ბ) პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ. სერტიფიკატის ფორმა (პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულთათვის).“

2.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე