Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე- 3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის N4035/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური    პროექტების     დაფინანსების     წესის     დამტკიცების     შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის   N24/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით    განსაზღვრული   10   თებერვლამდე   წარმოდგენილი სტუდენტური პროექტების    ყოველწლიური   განხილვის   დადგენილი   ვადა,   2022   წლის   10 თებერვლამდე წარმოდგენილი პროქტებისათვის განისაზღვროს 2022 წლის 2 მარტის ჩათვლით.
2.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  გამოქვეყნება  დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების ყველასათვის      ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს  მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი   გიორგი შამათავა