Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2021  წლის  18  ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული „უმაღლესი  განათლების  მართვის  საინფორმაციო    სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 25 თებერვლის N4095/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 25 თებერვლის N4171/26, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 25 თებერვლის N4187/31-01, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 25 თებერვლის N4202//28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 25 თებერვლის N4214/27, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 25 თებერვლის N4215/29 მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 25 თებერვლის N4216/32 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გადაყვანილ იქნენ 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის წესით შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების/პროგრამების შესაბამისად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7).

2.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო         ტექნოლოგიების         დეპარტამენტს         პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ოკრიბელაშვილი