Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის,   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის, მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 18 თებერვლის N 6/04 ერთობლივი ბრძანებისა და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის გურამ ქუთელიას 2022 წლის 22 თებერვლის N2440/10-02 წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 21 თებერვლის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  ალექსანდრე  ჯანელიძის  სახელობის  გეოლოგიის  ინსტიტუტის

სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,    მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების   მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

სასარგებლო წიაღისეულისა და გეოქიმიის განყოფილება
ნინო ჯაფარიძე  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული; 
ირა მშვენიერაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული; 

სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილება
ზვიად ჩხაიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული; 
სოფიო ხუციშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული; 

ტექტონიკისა და რეგიონული გეოლოგიის განყოფილება
თამარ წამალაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული; პეტროლოგიის,ვულკანოლოგიის,მინერალოგიისა და ლითოლოგიის განყოფილება
თამარ ბერიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული; 
კობა ლობჟანიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული; 
ქეთევან გაბარაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული; 
ნინო კობახიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული; 

გარემოს დაცვის განყოფილება
ნიკო გაფრინდაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული;

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება    ალექსანდრე    ჯანელიძის    სახელობის    გეოლოგიის    ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.
3. წინამდებარე   ბრძანების       უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპრტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი