Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 04 მარტის N4763/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. განისაზღვროს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    პროფესიული       გადამზადების       პროგრამაზე       „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ 2022 წლის მარტში ჩარიცხული მსმენელებისთვის სასწავლო პროცესის ვადები დანართი N1 შესაბამისად (დანართი N1).
2. ბრძანების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო ოკრიბელაშვილი