Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2022 წლის 10 მარტის N5165/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო  მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავ- საყოფად და ისტორიულ–კულტურული ფასეულობების დაცვა–აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ რექტორის 2013 წლის 15 ნოემბრის N144/01- 01   ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ დანართში   და   ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავსაყოფად და ისტორიულ-, კულტურული ფასეულობების დაცვა-აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის მუშაობის წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
,,7. უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავსაყოფად    არქიტექტურულ-მხატვრული     კომპოზიციის     განთავსების მიზანშეწონილობის განხილვა შეიძლება პიროვნების გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ,    ხოლო      აუდიტორიების,      დარბაზებისა      და      სტრუქტურული ერთეულებისთვის სახელების მინიჭების მიზანშეწონილობის განხილვა შეიძლება პიროვნების გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ.“.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი