Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2010  წლის  4  თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-5 მუხლის მე-2 და მე-21 პუნქტების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2022 წლის 15 მარტის 1.1/25 ბრძანებით ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 17 მარტის N 5927/27 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.განისაზღვროს   „შპს   უმაღლეს   სასწავლებელ   მილენიუმის”    ქართულ   ენაში მომზადების  საგანმანათლებლო  პროგრამაზე  ჩარიცხული   პირების  რიგგარეშე მობილობისთვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საგანმანათლებლო   პროგრამაზე    2021-2022   სასწავლო   წლის გაზაფხულის სემესტრში ვაკანტური ადგილები:


N                            საგანმანათლებლო პროგრამა                                                   ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1            ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა                                                2


2.განისაზღვროს  2021-2022  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრის  რიგგარეშე მობილობის ვადები:
ა) დოკუმენტაციის მიღება - 21 მარტი;
ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 22 მარტი;
გ) სტუდენტთათვის   აღიარებული   კრედიტების   გაცნობა   და   წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) - 23 მარტი;
დ) საგანმანათლებლო    ერთეულების    მიერ    სასწავლო    პროცესის    მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 24 მარტი;
ე) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში - 25 მარტი.

3.განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა(უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი; 
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი.

4. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე