Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 მარტის N5758/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის „კლიმატურ ცვლილებებზე პასუხისმგებლობის აღება“ -ის (assuming responsibility for Climate change – arCc) ფარგლებში    სტუდენტებისათვის ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე  - კომისიის  თავმჯდომარე,  უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ბ) ნანა  მამაგულიშვილი  -  კომისიის  წევრი,  უნივერსიტეტის  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
გ) გიორგი ღვედაშვილი - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
დ) ვასილ ბარამიძე - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ე) თინათინ დავითაშვილი - კომისიის მდივანი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისა და ავტორიზაციის განყოფილების უფროსი.
2. დამტკიცდეს გამარჯვებულის შერჩევის წესი (დანართი №1).
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით    დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი გიორგი შარვაშიძე