Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2022 წლის 29 მარტის თსუ პროფესიული  განათლების ცენტრის ხელმძღვანელის  N7035/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2021 წლის 02 ივნისის N75/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის („სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესი“) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. პროგრამის შეფასება და ცვლილებების განხორციელება

1. პროგრამის განხორციელების შეფასება საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მექანიზმია და მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველსაყოფად, გასაუმჯობესებლად.
2. პროგრამის შეფასების პროცესი ითვალისწინებს:
ა) დამსაქმებლების მოთხოვნების კვლევას, რომელიც ტარდება პროგრამის განხორციელების პროცესში ან/და მისი დასრულების შემდეგ;
ბ) კურსდამთავრებულთა გამოკითხვას;
გ) მსმენელების და მასწავლებლების გამოკითხვას;
დ) საუკეთესო ადგილობრივი ან/და საერთაშორისო პრაქტიკის, დარგში არსებული უახლესი კვლევების შედეგების გაცნობას.
3. თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრი უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას პროგრამაში.
4. პროგრამაში ცვლილებ(ებ)ის ინიცირება შეუძლია მის განხორციელებაში ჩართულ პირ(ებ)ს ან/და პარტნიორ ორგანიზაციას. ცვლილებ(ებ)ის მიზანი უნდა იყოს პროგრამის განვითარება ან/და დამსაქმებლის, სამუშაო ბაზრის მოთხოვნებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა.
5. პროგრამაში თუ შეიცვლება პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების ნაწილი, პროგრამას თან უნდა დაერთოს პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაში ჩართულ მეწარმე სუბიექტთან ან სახელმწიფო ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულება/მემორანდუმი.
6. პროგრამაში ცვლილებ(ებ)ის განხორციელების შემთხვევაში, თსუ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აწვდის ინფორმაციას და წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას.“.


2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე