Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე.



ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+  საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კოტ დ’აზურის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 8 აპრილს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ირმა    გრძელიძე,    თსუ    ხარისის    უზრუნველყოფის    სამსახურის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ) ქეთევან ხუციშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
 
4.დამტკიცდეს     კომისიის     მდივნად     თსუ     საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და  შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა  დეპარტამენტი,შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ნინო გვენეტაძე