Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით    დამტკიცებული   საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ნ”  და  ,,პ” ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის  საფუძველზე, 

 

ვბრძანებ:


1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკრაინის მოქალაქე სტუდენტებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ერთჯერადი საუნივერსიტეტო სტიპენდიის გაცემის წესი (დანართი N1);
2. დამტკიცდეს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ერთჯერადი საუნივერსიტეტო სტიპენდიის განაცხადის ფორმა (დანართი N2);
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5.ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ნინო გვენეტაძე