Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-14  მუხლის   პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ  პროფესიული განათლების ცენტრის  ხელმძღვანელის 2022 წლის 11 აპრილის N8221/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  შევიდეს   ცვლილება  „სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის   პროფესიულ   საგანმანათლებლო  პროგრამებზე   2022   წელს   ვაკანტური (აპლიკანტთა) ადგილების და მათ შორის მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების   მქონე  პირთა   მიღებისთვის   ადგილების   განსაზღვრის
შესახებ“ 2022 წლის 17 თებერვლის რექტორის N43/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით  დამტკიცებული დანართი  N1  ჩამოყალიბდეს  ახალი,  წინამდებარე  ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1). 
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე