Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ" ქვეპუნქტების,  მე-9   და მე-12 პუნქტების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 04 აპრილის   N7584/27 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ,,სახელმწიფო ენის სტრატეგიის (ერთიანი პროგრამის) 2021-2030“ სამოქმედო გეგმის ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსისის სახელმწიფო უნივერისტეტში   რეკომენდაციების შემუშავების მიზნით   შეიქმნას სამუშაო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო ოკრიბელაშვილი - კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;
ბ) რამაზ ქურდაძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
გ) დარეჯან   გარდავაძე   -   კომისიის   წევრი,   უნივერსიტეტის   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
დ) დარეჯან   თვალთვაძე   -   კომისიის   წევრი,   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე) გიორგი გოგოლაშვილი - კომისიის წევრი, რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით    დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე