Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.2022   წლის   12-16   სექტემბერს   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტში   ნიკო   ბერუჩაშვილის   ხსოვნის   75- წლისთავისადმი    მიძღვნილი   მე-II საერთაშორისო   სამეცნიერო   კონფერენცია
„მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა -კარტოგის - დაგეგმარება - მართვა" ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:


ა)    გიორგი შარვაშიძე - რექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) რამაზ ხომერიკი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
გ)    დავით კერესელიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
დ) დალი ნიკოლაიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი; საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ე) ნოდარ ელიზბარაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ვ)  ლია მაჭავარიანი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ზ) ზურაბ სეფერთელაძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
თ) იოსებ სალუქვაძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ი) ნანა ბოლაშვილი - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი; საქართველოს  ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
კ) თენგიზ   გორდეზიანი   -   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი,  საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ლ) ნელი ჯამასპაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
მ) გიორგი დვალაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ნ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო    კვლევებისა    და    განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ო) ნანა მამაგულიშვილი -   საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
პ) ირაკლი საღარეიშვილი -  საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ჟ) ნატო ჩუბინიძე -   საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
რ) არჩილ კუკულავა -   იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ს) გიორგი ტალახაძე -   მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ტ) თამარ ებრალიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
2. დაევალოს        საფინანსო        დეპარტამენტს        გახსნას        საკონფერენციო შენატანებისათვის    სპეციალური   ანგარიში   და   განახორციელოს   ამ   მიზნით შემოსული თანხით ღონისძიების ფინანსური უზრუნველყოფა. 
3.დაევალოს   საინფორმაცო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
4. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს     თსუ     გამომცემლობას     საკონფერენციო     მასალების/შრომათა კრებულის (Proceedings) დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7. თსუ-ის საგამოფენო დარბაზში მეცნიერის მოღვაწეობის ამსახველი გამოფენის მოწყობა.
8.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.~
9.    დაევალოს  კანცელარიას  ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
10.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე