Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის   51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის   მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლისპირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ“ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 11 აპრილის N31/2022 დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მაია ჭელიძე - კომისიის  თავმჯდომარე, პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ბ) მაია მეტრეველი - კომისიის წევრი, თსუ კანცელარიის საქმის წარმოების განყოფილების უფროსი;
გ) ლიკა კილაძე - კომისიის წევრი, იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი.
2.    დაევალოს    კომისიას    მიიღოს    თსუ-ს    კანცელარიის    წესით    შემოსული პრეტენდენტების  განცხადებები  და  თანდართული  დოკუმენტაცია,  უზრუნველყოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 11 აპრილის N31/2022 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან მიმართებაში და შემოწმებული  დოკუმენტაცია  წარუდგინოს  აკადემიურ  საბჭოს  არაუგვიანეს  2022 წლის 3 მაისის 10 საათისა.
3.ბრძანების   დაინტერესებული   პირთათვის   კანონმდებლობით   დადგენილი წესით გადაცემა  დაევალოს თსუ კანცელარიას.
4.წინამდებარე ბრძანების თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე