Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი  განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს  შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური    დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების  ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში)   მონაწილეობის, მისი წარმართვის   და   შეფასების    წესისა    და   იმ    სამედიცინო    დაწესებულებების   ან/და სასწავლებლების  აკრედიტაციის  კრიტერიუმების   და   წესის დამტკიცების  შესახებ,რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი  განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“,  ,,სსიპ  _  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი    აქტების საჯაროდ  გამოცხადების   წესის  დამტკიცების  შესახებ“  თსუ   რექტორის 2010  წლის  13 სექტემბრის  №83/01-01  ბრძანების,  ,,ა(ა)იპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  რეზიდენტურის  ალტერნატიული   დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო  პროგრამების  (პროფესიული  მზადების)  სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს  ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების  შესახებ“    თსუ-ს   აკადემიური  საბჭოს   2013   წლის   15   ივლისის        №84/2013   წლის დადგენილებით  დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის 2022 წლის 15 აპრილის №8669/32 წარდგინების საფუძველზე,

 
ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში    2021-2022      სასწავლო      წლის      გაზაფხულის       სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

1.1. ლაბორატორული მედიცინა  - 8 რეზიდენტი
1.2. დერმატო- ვენეროლოგია - 3 რეზიდენტი/ 1 მაძიებელი
1.3. უროლოგია - 2 რეზიდენტი
1.4. რეპროდუქტოლოგია - 2 რეზიდენტი
1.5. ორთოპედიული სტომატოლოგია - 1 რეზიდენტი
1.6. თერაპიული სტომატოლოგია - 2 რეზიდენტი
2. რეზიდენტურის  ალტერნატიული   დიპლომისშემდგომი   განათლების  (პროფესიული მზადების)  სპეციალობის  მაძიებელთა  პროგრამებზე  მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 02-06 მაისი
2.2. გასაუბრება – 10 მაისი
2.3. შედეგების გამოცხადება – 11 მაისი

3. ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე. 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე