Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საერთაშორისო პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში/DITECH“ (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs/ DITECH (618766-EPP-1-2020-1- EE-EPPKA2-CBHE-JP)” თანამშრომლების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის იზაბელა პეტრიაშვილის, უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსის შოთა ბარბაქაძის, დისტანციური სწავლების ცენტრის მთავარი სპეციალისტის ანა კობახიძის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ქრისტინე ჩიხლაძის ესტონეთის რესპუბლიკაში მივლინების შესახებ


Order N:: 200/02-06

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის” 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N220 ბრძანების პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, პროექტის მენეჯერის ი. პეტრიაშვილის    26.04.2022    წლის        N7361/10-02    განცხადების    (ფსიქოლოგიისა    და განათლების    მეცნიერებათა   ფაკულტეტის   დეკანის   თ.   გაგოშიძის,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ნ. ჩუბინიძის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ი. გრძელიძის თანხმობებით)  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.მივლინებულ იქნენ, 2022 წლის 22 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, ქალაქ ტალინის (ესტონეთის რესპუბლიკა) უნივერსიტეტში საერთაშორისო პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში/DITECH“ (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs/ DITECH (618766-EPP-1-2020-1-EE-EPPKA2-CBHE-JP)”ფარგლებში დაგეგმილ პირველ ტრენინგ-ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად, ამავე პროექტის თანამშრომლები, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იზაბელა პეტრიაშვილი,    უნივერსიტეტის    საინფორმაციო    ტექნოლოგიების    დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის    განვითარების     განყოფილების     უფროსი     შოთა     ბარბაქაძე, დისტანციური სწავლების ცენტრის მთავარი სპეციალისტი ანა კობახიძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ქრისტინე ჩიხლაძე  (დანართი N1).
2.დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, სამივლინებო 18731.89 ლარის ხარჯიდან, გადარიცხოს   მგზავრობის ხარჯი 4760 ლარი, თანდართული 26.04.2022წ. N783 ინვოისის საფუძველზე და გასცეს 13971.89 ლარი საერთაშორისო პროექტის   „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში/DITECH“ (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs/ DITECH (618766-EPP-1-2020-1-EE-EPPKA2-CBHE-JP)” სახაზინო ანგარიშიდან (სავალუტო გაცვლითი კურსით  1 ევრო 4.1585 ლარი, 1 აშშ დოლარი 3.0331 ლარი).
3. იზაბელა პეტრიაშვილი, შოთა ბარბაქაძე, ანა კობახიძე და ქრისტინე ჩიხლაძე როგორც უნივერსიტეტის თანამშრომლები მივლინებულნი იქნენ ხარჯების ანაზღაურების გარეშე.
4. დაევალოთ იზაბელა პეტრიაშვილს, შოთა ბარბაქაძეს, ანა კობახიძეს და ქრისტინე ჩიხლაძეს მოხსენებითი ბარათები და სამივლინებო ანგარიშები წარუდგინონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და საფინანსო დეპარტამენტს მივლინებიდან დაბრუნებისთანავე.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
6.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ლაშა საღინაძე