Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისდა საგამოცდო ცენტრის უფროსის მ. ჩიღვინაძის 2022 წლის 6 მაისისN10317/10 და 2022 წლის 10 მაისის N10491/10 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს    კონკურსი    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლების (50 ერთეული) და ტექნიკური მუშაკების (15 ერთეული) - შესარჩევად.

2. საგამოცდო ცენტრის დამკვირვებლის და ტექნიკური მუშაკის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება დღეში 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით (სამუშაო დრო  9:00 საათიდან 18:00 საათამდე).

3. აპლიკანტი - საგამოცდო ცენტრის დამკვირვებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)ჰქონდეს უმაღლესი განათლება - ბაკალავრი;
ბ) სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;

აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
ბ) ოპერატიული მოქმედება;
გ) ერთდოულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობა;
დ) გუნდური მუშაობა და ეფექტური კომუნიკაცია;
ე) ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობა;
ვ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;

4. აპლიკანტს მოეთხოვება საგამოცდო ცენტრის დამკვირვებლის შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) საგამოცდო      ფურცლების      დარიგების      უზრუნველყოფა      მასზე განპირობებულ სექტორში;
ბ) სტუდენტებისათვის მათი  უფლება-მოვალეობების გაცნობა; 
გ)  საგამოცდო ბილეთების დარიგება;
დ) გამოცდის    მიმდინარეობის    დაკვირვება    მისთვის    განსაზღვრულ სექტორში;
ე)  სტუდენტების მიერ უფლება-მოვალეობების დაცვის კონტროლი;
ვ) სტუდენტის მიერ დასმულ პროცედურულ და ტექნიკურ შეკითხვებზე პასუხის გაცემა;
ზ)  საგამოცდო ფურცლების ჩაბარება;
თ) საგამოცდო       ნაშრომების       გადაცემა       საგამოცდო       ცენტრის წარმომადგენელისათვის;
5. კონკურსში       მონაწილეობის       მსურველ       აპლიკანტს       საგამოცდო       ცენტრის დამკვირვებელს   მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) ცნობანა სამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ემუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისუფლება), (ცნობის წარმოდგენა დამკვირვებლის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში);

6. აპლიკანტი საგამოცდო ცენტრის ტექნიკური მუშაკი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს უმაღლესი განათლება - ბაკალავრი; 
ბ) ჰქონდეს მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
გ)  ფლობდეს კომპიუტერულ  პროგრამებს - Microsoft Office; 


7.   აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
ბ) ოპერატიული მოქმედება;
გ) ერთდოულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობა; 
დ) გუნდური მუშაობა და ეფექტური კომუნიკაცია;
ე) ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობა;
ვ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;

8.   აპლიკანტს   მოეთხოვება   საგამოცდო   ცენტრის   ტექნიკური   მუშაკის   შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა)  სტუდენტთა შეფასებების ბაზაში ასახვა;
ბ)  აპელაციაზე  შემოსული  განცხადებების  დახარისხება  და  ნაშრომების მოძებნა;
გ) აპელაციაზე მოსული სტუდენტებისთვის ნაშრომების გადაცემა; დ) ნაშრომების აღრიცხვა და შესაბამის ფაკულტეტზე გაგზავნა;
ე)  საგამოცდო  პერიოდის  დამთვრების  შემდეგ  ნაშრომების  ჩალაგება  და დასაწყობება.

9.  კონკურსში  მონაწილეობის  მსურველ  აპლიკანტს - ტექნიკურ მუშაკს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) მუშაობის   ამსახველი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.).
ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ემუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არშეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულდანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება), (ცნობის წარმოდგენა ტექნიკური მუშაკის პოზიციაზე შერჩევის  შემთხვევაში); 

10. კონკურსში    მონაწილეობის    მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა    განხორციელდეს სააპლიკაციო    პაკეტის   განხილვის   საფუძველზე   საკონკურსო   კომისიის   მიერ. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

11. სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლების და ტექნიკური მუშაკების შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1);

12. ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები  აპლიკანტის  მიერ  გადმოგზავნილ  უნდა იქნეს 2022 წლის 19 მაისიდან 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ   მისამართზე:    vacancy@tsu.ge   სათაურის   ველში   უნდა   მიეთითოს შესაბამისად "საგამოცდო ცენტრის დამკვირვებელი ან ტექნიკური მუშაკი".

13. ბრძანება     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლების და ტექნიკური მუშაკების - შესარჩევად    კონკურსის    გამოცხადების    შესახებ    განთავსდეს    უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ სივრცეში.

14. საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს
წარედგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 13 ივნისისა;

15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე