Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის   2013   წლის   11   სექტემბრის   №135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული სსიპ   -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „თანამედროვე მენეჯერის უნარები“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2022 წლის 18 მაისის   N145/01-01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის   2022 წლის 18 მაისის  N11284/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „უკრაინული ენა დამწყებთათვის“ ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 60 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის  განისაზღვროს 600 ლარის ოდენობით.
2. სასერტიფიკატო კურსის პოპულარიზაციის მიზნით, კურსზე დარეგისტრირებულ პირველ ათ (10) მსმენელს ერთჯერადად მიეცეთ უფლება ზემოაღნიშნული კურსი გაიარონ უფასოდ, ხოლო ამ შემთხვევაში    ტრენერის   ანაზღაურება   განისაზღვროს   თსუ-სა   და   ტრენერს   შორის   დადებული ხელშეკრულებით.
3. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული სასერტიფიკატო კურსის ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად 1 საათი - 40 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
4.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5.დაევალოს   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ბრძანების   განთავსება   უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
6.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე