Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 04 მაისის N10039/28, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 29 აპრილის N9637/29,    მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 02 მაისის N9782/32, 24 მაისის N11804/32, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 10 მაისის N10529/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 29 აპრილის N9721/26, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 06 მაისის N10340/31- 05, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 19 მაისის N11335/27 და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის 2022 წლის 28 აპრილის N9588/29   წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.განისაზღვროს  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;    
3.ბრძანების    ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსებისა   და    შესაბამისი სტრუქტურული     ერთეულებისათვის     გადაცემის     უზრუნველყოფა    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.    
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.    


რექტორი   გიორგი შარვაშიძე