Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2022 წლის 30 მაისის თსუ პროფესიული    განათლების     ცენტრის     ხელმძღვანელის     N12181/10     წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების    კურსდამთავრებულების    სახელზე    დასრულების    დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის შესახებ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 26 აპრილის N 339/01-04 ბრძანებაში:


ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“  კურსდამთავრებულების სახელზე სერტიფიკატის გაცემის შესახებ“;


ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1 გაიცეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი კურსდამთავრებულთა სახელზე (დანართი N1) თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 16 მარტის N08/127 ბრძანების პირველი პუნქტის
„ა“  ქვეპუნტით  განსაზღვრული  კომისიის  2022  წლის  18  აპრილის  N1  ანგარიშის (გადაწყვეტილების) საფუძველზე.“


2. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების კურსდამთავრებულების სახელზე დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის შესახებ რექტორის 2022 წლის 26 აპრილის N 339/01-04 ბრძანების პირველი პუქტით განსაზღვრული დანართი N1 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1).
3.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე