Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 06 დეკემბრის N211/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ  დაადგინა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ცალკეული პერსონალის წარმოდგენილი ანგარიშების, სამუშაო აღწერილობებით/შრომითი ხელშეკრულებებით   გათვალისწინებულ ფუნქციებთან შესაბამისობა/შეუსაბამობა   და კომისიის თავმჯდომარემ   2022 წლის 20 აპრილის N7272/10-02 კორესპონდენციით ოფიციალურად წარმოადგინა  კომისიის საქმიანობის შედეგები. ხსენებული კომისიის საქმიანობის შედეგების გაანალიზების და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით მიზანშეწონილია შეიქმნას შესაბამისი კომისია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ” და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 6 დეკემბრის N211/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარის ზვიად მურადაშვილის 2022 წლის 20 აპრილის N7272/10-02  წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისა  და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებული    ცალკეული    პერსონალის    წარმოდგენილი ანგარიშების    სამუშაო აღწერილობებით/შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ფუნქციებთან   შესაბამისობის   დამდგენი   კომისიის   მიერ წარმოდგენილი შედეგების გაანალიზებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით  შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე -ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის  თავმჯდომარე;
ბ)  გიორგი  შამათავა  -  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  მოადგილე,  კომისიის წევრი;
გ) ზურაბ გაიპარაშვილი-ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
დ) არჩილ კუკულავა-იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ე) ნათელა ლაცაბიძე -პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.
2. წინამდებარე ბრძანებით შექმნილ კომისიას დაევალოს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 6 დეკემბრის N211/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის ანგარიშის გაანალიზება, რეკომენდაციების შემუშავება და უნივერსიტეტის რექტორისათვის წარდგენა არაუგვიანეს 2022 წლის   პირველი აგვისტოსი.
3. კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს შესაბამისი სტრუქტურული    ერთეულის ხელმძღვანელი დასაბუთებული რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4.კომისიის მუშაობის პერიოდი განისაზღვროს 2022 წლის  7 ივნისიდან  2022 წლის 16 ივლისამდე.
5.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7.ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
8.წინამდებარე ბრძანება კანონით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N 64.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე