Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური  საბჭოს  2022  წლის     03  ივნისის  რეკომენდაციის  გათვალისწინებით  და ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე  მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის და თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსის 2022 წლის 06 ივნისის N12971/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქით მოსარგებლე სტუდენტები 2022 წლის 15 ივნისიდან 2022 წლის 01 აგვისტომდე გათავისუფლდნენ სტუდქალაქის ქირის გადასახადისგან.
2. 2022   წლის   15   ივნისიდან   2022   წლის   01   აგვისტომდე   სტუდენტთათვის სტუდქალაქში ფართის გამოყოფა, ნაცვლად ონლაინ რეგისტრაციისა, განხორციელდეს პირადი განცხადების საფუძველზე შემდეგი პრიორიტეტების გათვალისწინებით:

ა) სტუდენტი, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა;
გ) უნივერსიტეტის სტუდქალაქში მაცხოვრებელი სტუდენტის და ან ძმა;
დ) სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა;
ე) სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონში;
ვ) სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს საზღვრისპირა რეგიონში.

3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება      დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. კონტროლი   ბრძანების   შესრულებაზე   დაევალოს   საფინანსო   დეპარტამენტსა   და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრს.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე