Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის,
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9   პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების,ივანე ჯავახიშვილის    სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და  ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის     2022 წლის 6ივნისის N12883/10 წერილის   (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 2 ივნისის   სხდომის ოქმი N4) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო    უნივერსიტეტის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა   და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების  შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლევან   გორდეზიანი   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   ისტორიისა   და   ეთნოლოგის ინსტიტუტის ძველი ქვეყნების ისტორიის   განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) მარიამ  ჩხარტიშვილი  -   ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  ისტორიისა  და  ეთნოლოგის ინსტიტუტის    შუა     საუკუნეების     საქართველოს     ისტორიისა     და     წყაროთმცოდნეობის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) ელდარ  ბუბულაშვილი  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  ისტორიისა  და  ეთნოლოგის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 
დ) ქეთევან  ხუციშვილი  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  ისტორიისა  და  ეთნოლოგის ინსტიტუტის   საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) როლანდ თოფჩიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგის ინსტიტუტის   კავკასიის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ლევან გორდეზიანი,     საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ქეთევან ხუციშვილი,   საკონკურსო კომისიის  მდივნად მარიამ ჩხარტიშვილი.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.  დაევალოს  საკონკურსო  კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 12 ივლისისა .
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით   გადაეცეს   დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე