Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში:

ა) „1.1.“ პუნქტის „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 20 ივნისი - 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 22-28 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 29 ივლისი - 18 სექტემბერი.“

ბ) „1.2.“ პუნქტის „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 20 ივნისი - 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 22-28 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 29 ივლისი - 25 სექტემბერი.“

გ) „1.3.“ პუნქტის „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 20 ივნისი - 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 22-28 ივლისი (დამატებითი გამოცდები);

გ.ე) არდადეგები - 29 ივლისი - 25 სექტემბერი.“

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე