Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში-ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში-მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანმშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ და „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში-ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში-მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანმშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2022 წლის 13 მაისის №137/01-01 და 2022 წლის 25 მაისის N155/01-01 ბრძანებების გაუქმების შესახებ


Order N:: 179/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა გელა გელაშვილმა 2022 წლის 8 ივნისს  წერილით  (დოკ. N13190/10 08.06.2022, თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმი) მიმართა თსუ რექტორს ინსტიტუტში-მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის   და მეცნიერი თანმშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ და საკონკურსო კომისიის დამტკიცების    შესახებ 2022 წლის 13 მაისის №137/01-01 და 2022 წლის 25 მაისის N155/01-01 ბრძანებების   გაუქმების თაობაზე. ინსტიტუტის დირექტორი ხსენებულ წერილში მიუთთებს, რომ   საკონკურსო კომისიის შემადგენობაში გათვალისწინებული არ იყო კონკურსის მრავალპროფილურობა და შესაბამისი დარგების ვიწრო სპეციალისტების ჩართვის საკითხი, ასევე კომისიის თავმჯდომრემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო   უარი განაცხდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის,       საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების      მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა"   და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2022 წლის 8 ივნისის  N13190/10 წერილის (თან ერთვის 2022 წლის პირველი ივნისის სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმი)საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. გაუქმდეს   „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში-ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში-მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის  და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“     თსუ რექტორის 2022 წლის 13 მაისის №137/01-01 და „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში-ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში-მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანმშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების  შესახებ“ თსუ რექტორის 2022 წლის 25 მაისის N155/01-01 ბრძანებები მათი ძალაში შესვლის დღიდან;
2.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,    საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტი).
3.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე