Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ და ,,პ“ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გ. გელაშვილის 2022 წლის   8 ივნისის N13174/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს  2022 წლის პირველი ივნისის   სხდომის ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი ჯაფარიძე - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (მეცნიერებათა დოქტორი);
ბ) გელა გელაშვილი -- ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) ალექსანდრე   შენგელაია   -   ელეფთერ   ანდრონიკაშვილის   სახელობის   ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი;
დ) ჯამლეტ   მონასელიძე   -   ელეფთერ   ანდრონიკაშვილის   სახელობის   ფიზიკის ინსტიტუტის ბიოლოგიური სისტემების    ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი;
ე) ჯუანშერ ჩქარეული - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის  განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი;
ვ) სულხან    ნანობაშვილი    -    ელეფთერ    ანდრონიკაშვილის    სახელობის    ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ნაწილაკთა ფიზიკის   განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ზ) ალექსანდრე ღონღაძე - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, მთავარი   მეცნიერი თანამშრომელი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი ჯაფარიძე,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ    გელა გელაშვილი,    კომისიის    მდივნად ალექსანდრე ღონღაძე.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 11 ივლისისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).
6.წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი     გიორგი შარვაშიძე