Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის   სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების    შესახებ”   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის შოთა ზაზაშვილის 2022 წლის 17 ივნისის N9933/10-02 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 6 ივნისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები
(შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

დრეკადობის და გარსთა თეორიის განყოფილება:
ა) მაია სვანაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული 
ბ) ნიკოლოზ ავაზაშვილი   - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 0.5 საშტატო ერთეული

გამოთვლითი მათემატიკისა და მოდელირების განყოფილება:
ა) არჩილ პაპუკაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
ბ) ნინო ხატიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული

კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების განყოფილება:
ა) მიხეილ გაგოშიძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 0.5 საშტატო ერთეული

კომპლექსური ანალიზის და გამოყენებების განყოფილება:
ა) ვალერიან ჯიქია - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 0.5 საშტატო ერთეული

ალბათობის და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება:
ა) ალექსანდრე ტყეშელაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 0.5
საშტატო ერთეული

დისკრეტული მათემატიკის განყოფილება:
ა) თენგიზ ტეტუნაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 0.5 საშტატო ერთეული
ბ) თამარ ქასრაშვილი -  მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 0.5 საშტატო ერთეული

საინჟინრო და ფიზიკური ამოცანების განყოფილება:
ა) ლუბა წამალაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე


რექტორი      გიორგი შარვაშიძე