Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9   პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და   ინსტიტუტის   დირექტორის ნინო ფარცვანიას  2022 წლის 10 ივნისის N13485/10 წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 8 ივნისის    სხდომის ოქმი N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გრიგორ გიორგაძე - ვ. ჭავჭანიძის სახელობის   კიბერნეტიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) როლანდ ომანაძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის, მათემატიკური ლოგიკის და დისკრეტული სტრუქტურების კათედრის პროფესორი;
დ) გიორგი ხიმშიაშვილი - ილიას უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური  კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი ხიმშიაშვილი,    საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ როლანდ ომანაძე, საკონკურსო კომისიის  მდივნად გრიგორ გიორგაძე.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.  დაევალოს  საკონკურსო  კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 20 ივლისისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით   გადაეცეს   დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე