Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2022 წლის 21 ივნისის N14388/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს  ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო დოკუმენტის უნივერსიტეტის შიდა საბიბლიოთეკო სივრცეში მოძრაობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 23 სექტემბრის N107/02-01 ბრძანებაში  და აღნიშნული ბრძანების დანართი №1-ის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 6. განსაკუთრებული ფასეული გამოცემებით სარგებლობა განსაკუთრებით ფასეული გამოცემებით სარგებლობისას საბიბლიოთეკო დოკუმენტით მომსახურება დასაშვებია ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის ნებართვით. განსაკუთრებით ფასეულ გამოცემებს განეკუთვნება 1921 წლამდე გამოცემული ნაბეჭდი პროდუქცია, ხელნაწერები, პირადი კოლექციები, აგრეთვე სხვა საბიბლიოთეკო დოკუმენტი, რომელსაც მინიჭებული    აქვს    ლიტერი    „იშ“. ნებართვა გაიცემა  მკითხველის  განცხადებაზე წერილობით. განცხადებაში მკითხველი პირად და საკონტაქტო მონაცემებთან ერთად, მიუთითებს საკვლევ თემას, რისთვისაც ესაჭიროება ეს გამოცემა. უნივერსიტეტის სტუმარი დამატებით წარმოადგენს მომართვას შესაბამისი დაწესებულება/ორგანიზაციიდან. განსაკუთრებით ფასეული გამოცემებით სარგებლობისას თაროდან მისი აღების ადგილზე ბიბლიოთეკარი განათავსებს „შემცვლელ ბარათს“, რომელზეც დაიტანება ინფორმაცია ამ საბიბლიოთეკო ერთეულით სარგებლობის შესახებ (მკითხველის პირადი მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია, სარგებლობის მიზანი, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მიერ ნებართვის გაცემის დამადასტურებელი საბუთი). განსაკუთრებით ფასეული გამოცემის სარგებლობის შესახებ ინფორმაციას ავსებს ამ საბიბლიოთეკო დოკუმენტზე პასუხსიმგებელი პირი ამ მიზნით საგანგებოდ შექმნილ ზონარგაყრილ ჟურნალში. შევსებული ჟურნალი გადაეცემა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილეს მიღება – ჩაბარების აქტით“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე