Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და   24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 26 აპრილის N114/01-01 ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 21.06.2022წ. N14342/29 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის შოთა ფოთოლაშვილის 22.06.2022წ. N14519/10 დასკვნის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. მაღალი   აკადემიური   შედეგების   საფუძველზე,   უნივერსიტეტის   მიერ,   2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაფინანსდნენ 42633.13 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრები დანართი N1-ის შესაბამისად.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სტუდენტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს    უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ლაშა საღინაძე