Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, პაატა   გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის     ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის     N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის  დირექტორის რამაზ აბესაძის  2022 წლის   პირველი ივლისის N15578/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2022 წლის 30 ივნისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის -   მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

მაკროეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ფინანსების  განყოფილება
ა)  ლია დვალიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით)
ბ) ზურაბი  ნოზაძე - მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით) გ) მედეა  მელაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით)
დ) ციცინო თეთრაული - მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით)

საერთაშორისო ეკონომიკურ  ურთიერთობათა განყოფილება
ა) თამარ  თაფლაძე - მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით)

ეკონომიკური თეორიისა და  ბიზნესის პრობლემეთა კვლევის განყოფილება
ა) ქრისტინე კურატაშვილი -მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთული (4  წლის ვადით)


2. კონკურსის  შედეგები ძალაში შევიდეს  2022 წლის 12 ივლისიდან.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
4. წინამდებარე ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პაატა   გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი            გიორგი შარვაშიძე