Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე - 8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების  და  მე - 9 პუნქტის  საფუძველზე,

    ვ ბ  რ  ძ  ა  ნ  ე ბ:

    1.„სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის სოციალურ და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე  ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის   2022 წლის 4 ივლისის №198/01-01 ბრძანების მე-7 პუნქტში გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი (კერძოდ 9 აგვისტოს ნაცვლად მითითებული უნდა უნდა ყოფილიყო 18 აგვისტო) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით 10.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა.“

    2. ბრძანება განთავსდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე;
    3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
    4. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
    5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
     

    რექტორი      გიორგი შარვაშიძე