Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2010  წლის  4  თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების  №1 დანართის მე-5 მუხლის 11 პუნქტის და მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის 1 ივლისის N745910 კორესპონდენციის   საფუძველზე,   სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2022 წლის 5 ივლისის 1.1/66 ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინისა და  იურიდიული ფაკულტეტებისაგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

     

    ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

    1.  განისაზღვროს  „შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის“  სტუდენტების  რიგგარეშე მობილობისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ვაკანტური ადგილები:
     

    N     საფეხური                           საგანმანათლებლო ერთეული       საგანმანათლებლო პროგრამა         ადგილების რაოდენობა

    1.ბაკალავრიატი                             ეკონომიკისა და ბიზნესის                ბიზნესის ადმინისტრირება               40

    2.ბაკალავრიატი                            ეკონომიკისა და ბიზნესის                ტურიზმი                                             20

    3.ბაკალავრიატი                            იურიდიული                                     სამართალი                                          50

    4.ერთსაფეხურიანი                       სამედიცინო                                        მედიცინა    სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)    ჯამში: 76 ვაკანტური ადგილი. (წინაპირობა: 1-2 სემესტრი 8 სტუდენტი;

    3-4 სემესტრი 8 სტუდენტი;

    5-6 სემესტრი 20 სტუდენტი;

    7-8 სემესტრი 20 სტუდენტი;

    9-10 სემესტრი 20 სტუდენტი.

    იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა რაოდენობა გადააჭარბებს მითითებულ კვოტას/კვოტებს დაინიშნება გასაუბრება და კანდიდატები შერჩეული იქნებიან მითითებული კვოტის ფარგლებში)

     

    2.განისაზღვროს   2022-2023   სასწავლო   წლის   შემოდგომის   სემესტრის   რიგგარეშე მობილობის ვადები:

    ა) დოკუმენტაციის მიღება - 1-3 აგვისტო;
    ბ) უნივერსიტეტში  გადმოსვლის  მსურველ  სტუდენტთა  კრედიტების   აღიარება  -  4-8 აგვისტო;
    გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 9-10 აგვისტო;
    დ) საგანმანათლებლო      ერთეულების      მიერ      სასწავლო      პროცესის      მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 11 აგვისტო;
    ე) ჩასარიცხ  პირთა  შესახებ  ბრძანების  პროექტის  მომზადება  და  წარდგენა   სსიპ  - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში - 11-12 აგვისტო;

    3.  განისაზღვროს  წარმოსადგენი  დოკუმენტების  ნუსხა  (უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

    ა) განცხადება;
    ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
    გ) პირადობის მოწმობის ასლი; 
    დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი; 
    ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
    ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    4. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
    5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
    6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

     

    რექტორი     გიორგი შარვაშიძე