Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი  განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 14  მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“,  „ბ“,  „ო“ და  „პ“  ქვეპუნქტების,   მე-9 პუნქტის, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანის 2022 წლის 8 სექტემბრის N15469/28 მიმართვის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს  სსიპ  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო   უნივერსიტეტის    ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების  2022-2023  სასწავლო წლის  სასწავლო პროცესის  ვადები შემდეგი სახით:

2022-2023 წლის შემოდგომის სემესტრი:

ა) აკადემიური რეგისტრაცია - 26 აგვისტო;
ბ) სალექციო პერიოდი - 29 აგვისტო - 10 დეკემბერი;
გ) საგამოცდო პერიოდი - 12 დეკემბერი - 17 დეკემბერი.

2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრი:

ა) აკადემიური რეგისტრაცია - 10 იანვარი - 13 იანვარი 
ბ) სალექციო პერიოდი - 16 იანვარი - 6 მაისი
გ) საგამოცდო პერიოდი - 8 მაისი - 16 მაისი

2022-2023 წლის ზაფხულის სემესტრი:

ა) აკადემიური რეგისტრაცია - 11 მაისი - 14 მაისი; 
ბ) სალექციო პერიოდი - 18 მაისი - 15 აგვისტო;
გ) საგამოცდო პერიოდი - 21 აგვისტო - 27 აგვისტო.


2.       ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე