Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373  მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის      სახელმწიფო    უნივერსიტეტის  წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14  მუხლის   პირველი  პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო  პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების    შესახებ”    ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2017  წლის  31  მაისის   N63/2017  დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17,   მე-18 და მე-20 პუნქტების, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის  მინერალური  ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების მე-8  მუხლის   მე-7  პუნქტის, მე-10  მუხლის,   ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის   2022 წლის 22 სექტემბრის  N 10775/10 წერილის (თან  ერთვის  საკონკურსო კომისიის 2022 წლის 19 სექტემბრის  სხდომის შემაჯამებელი  ოქმი N 6) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    ალექსანდრე    თვალჭრელიძის     სახელობის     მინერალური ნედლეულის  კავკასიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელების თანამდებობებზე გამოცხადებული  კონკურსის  შედეგები (შემაჯამებელი  ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:
საგამოცდო ცენტრი „გეოანალიტიკა“ ნინო  გაგნიაშვილი   -  მეცნიერ   თანამშრომელი  (4  წლის  ვადით)   -  1  საშტატო ერთეული.
მაია უკლება - მეცნიერ თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს  შრომითი  ხელშეკრულების გაფორმება ნინო გაგნიაშვილთან და მაია უკლებასთან.
3. წინამდებარე  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის დეპარტამენტი,     შიდა     აუდიტის   სამსახური,     ალექსანდრე     თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტი).
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე