„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 27 სექტემბრის N24180/26 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
ა) შემოდგომის სემესტრი:
ა. ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4-7 ოქტომბერი;
ა. ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 4-7 ოქტომბერი;
ა. გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 10 ოქტომბერი - 31 დეკემბერი; 3-24 იანვარი;
ა. დ) საგამოცდო პერიოდი - 25 იანვარი - 14 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 15-23 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ა. ე) არდადეგები - 24 თებერვალი - 5 მარტი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ. ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 6 თებერვალი -6 მარტი ბ. ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 თებერვალი – 6 მარტი;
ბ. გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 6 მარტი - 17 ივნისი;
ბ. დ) საგამოცდო პერიოდი - 19 ივნისი- 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 21 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე