Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 30 იანვრის N24/02-01 და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 24 თებერვლის N34/02-01 ბრძანებების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის განყოფილების უფროსის, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მდივნის გიორგი ოქიტაშვილის 17.10.2022წ. N26817/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდეს,   სსიპ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ 2022  წლის  17  ოქტომბრის  N73  სხდომის  ოქმით  გამარჯვებულად  გამოვლენილი  20 პროექტი:
ა) კლდის ხელოვნება საქართველოში 
ბ) ლაშქრობა კორჯორში
გ) პროფესორ ომარ ნემსაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონგრესი 
დ) ლაშქრობა მანგლისში
ე) DODGEBALL ტურნირი
ვ) ინტელექტუალური თამაში 1-2 წუთი 
ზ) კარტინგების ტურნირი
თ) ლაშქრობა დაბა კოჯორში 
ი) ლაშქრობა კოჯორში
კ) პოლიტიკური განათლების სკოლა
ლ) მხიარულთა და საზრიანთა გუნდების საუნივერსიტეტო ჩემპიონატი 
მ) სამეცნიერო ჟურნალი სტუდენტური საისტორიო ძიებანი
ნ) LIGA TSU
ო) ფოტოკონკურსი ახალი წელი
პ) საშემოდგომო ექსკურსია კახეთში
ჟ) მოკლე სოციალური ვიდეოფილმები კონკურსი 
რ) შემოდგომის საღამო
ს) იმიტირებული პროცესი
ტ) ლაშქრობა დაბა დმანისში
უ) რა, სად, როდის
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს თანხების ხარჯვა განახორციელოს გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტებიდან.
3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე      ბრძანება      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულს    (საფინანსო დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ლაშა საღინაძე