Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე- 2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2010  წლის  4  თებერვლის  N10/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის,    სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, რექტორის 2019  წლის  31  ოქტომბრის  N274/01-01  ბრძანების,  2021  წლის  21  იანვრის  N2/01-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 25 ოქტომბრის N27870/26 წერილის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1.   განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა    ფაკულტეტის     საგანმანათლებლო     პროგრამებზე     ვაკანტური ადგილები:

1.1 „დაწყებითი    საფეხურის    მასწავლებლის    მომზადების    ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“ - 29 ადგილი;
1.2 „მულტილინგვური   განათლება   -   დაწყებითი   საფეხურის   მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“ − 19 ადგილი.

2. რიგგარეშე მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა საბუთების მიღების/რეგისტრაციის ვადა - 27-28 ოქტომბერი;
3. რიგგარეშე    შიდა    მობილობის    შედეგების    გამოქვეყნება/გამოცხადება    -    31 ოქტომბერი;
4.   საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 31 ოქტომბერი - 1 ნოემბერი;
5. ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან − 2-3 ნოემბერი;
6. საგანმანათლებლო    ერთეულის    მიერ    სასწავლო    პროცესის    მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 4 ნოემბერი;
7. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 4 ნოემბერი;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანების    შესაბამისი    სტრუქტურული    ერთეულებისათვის    გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი            ჯაბა სამუშია