Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი  განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ” და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული   კოდექსის   52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის   ,,ა’’,   ,,ნ’’   და ,,პ” ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის   მედიცინის   ფაკულტეტის დეკანის და   დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული -   ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის   2022 წლის   28 ოქტომბრის N28259/32 წერილის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს ,,პათოლოგანატომიური პრაქტიკული ლაბორატორიული საქმიანობის მიზნებისათვის    გამოყენებული  ინსტრუმენტების  დეზინფექციის  წესი’’  (დანართი N1).
2. დამტკიცდეს   ,,პათოლოგანატომიური პრაქტიკული ლაბორატორიული საქმიანობის მიზნებისათვის საფრთხის შემცველი ნარჩენების უტილიზაციის წესი’’ (დანართი N2).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ    საქმეთა    კოლეგიაში    მისამართზე-ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი            ლაშა საღინაძე