,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2022 წლის 03 ნოემბრის N29073/27 კორესპონდენციების საფუძველზე,
ვბრძანებ:
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში:
ა) აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის პირველი მუხლის 45-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,45. სოფიო გულიაშვილი - ლაბორანტი (ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი
- ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის დეპარტამენტი).“.
ბ) აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის პირველი მუხლის 47-ე პუნქტი ამოღებული იქნას;
გ) აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,54. მიხეილ ქართველიშვილი - ლაბორანტი (ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრა, თსუ მე-8 სასწავლო კორპუსი).“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.