Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის,  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,    „სსიპ    -    ივანე   ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №100/2022 დადგენილების მე-2 პუნქტის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შეიქმნას  წარმომადგენლობითი  საბჭოს  (სენატის)  წევრთა  არჩევნების  ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვასილ ბარამიძე  - უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე;
ბ) მერი  კაპანაძე  -  უნივერსიტეტის  იურიდიული  დეპარტამენტის     წამყვანი სპეციალისტი;
გ) ზურა     გოგშელიძე     -     უნივერსიტეტის     იურიდიული     ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა    და   სამეცნიერო   კვლევების   სამსახურის   მთავარი
სპეციალისტი (I კატეგორია);

დ) ვიოლეტა    კირაკოსიანი - ალექსანდრე თვალჭრელიძის    სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
ე) აკაკი მიქაბერიძე - უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი საფინასო-ეკომონიკურ საკითხებში;
ვ) რევაზ ეგაძე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების    მართვის     დეპარტამენტის     საარჩევნო     კომისიების     მართვის განყოფილების უფროსი;
ზ) მიხეილ ჭიღლაძე - ა(ა)იპ ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“  ხელმძღვანელი.

2. საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 28 ნოემბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
3. არჩევნების  საორგანიზაციო  (ტექნიკური)  უზრუნველყოფა  (საარჩევნო  კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით.
4. საარჩევნო   კომისიის   თავმჯდომარე,   მდივანი   და   კომისიის   სხვა   წევრები   ამ ბრძანებით    განსაზღვრული    ფუნქციების    შესრულებისათვის    უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად იღებდნენ ანაზღაურებას.
5. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების  შესასრულებლად  გადაცემა  მასში  მოყვანილ  დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება     ძალაში     შედის     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით, გამოქვეყნებისთანავე.
9. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლაშა საღინაძეს.
10. წინამდებარე  ბრძანება  დაინტერესებული  პირის  მიერ  შეიძლება  გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში თბილისის    საქალაქო    სასამართლოს    ადმინისტრაციულ    საქმეთა    კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი          ჯაბა სამუშია