„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის №414 ბრძანებულების - „საქმისწარმოების ერთიანი წესების „ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“ 2007 წლის 15 ივლისის №174 ბრძანების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის კანცელარიის უფროსის ნუნუ ოვსიანიკოვას 2022 წლის 09 ნოემბრის N29640/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექსპერტო კომისიის შექმნის შესახებ „ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2011 წლის 25 თებერვლის N25/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზებისა და მათი საარქივო შენახვისათვის მომზადების მიზნით, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექსპერტო კომისია (შემდგომში - „საექსპერტო კომისია“) შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნუნუ ოვსიანიკოვა - კანცელარიის უფროსი;
გ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
დ) ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ე) თამარ ოქროპირიძე - კანცელარიის არქივის განყოფილების უფროსი.“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე