Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების , მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2022 წლის 17 ნოემბრის 30481/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N3  16.11.2022)  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის    მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის    მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1) ზაზა გორდეზიანი - შპს „ასკანგელ ალიანსი“- გენერალური დირექტორის მრჩეველი,  დამსახურებული  სამთო  ინჟინერი,  ტექნიკურ  მეცნიერებათა დოქტორი;
2) ანზორ აბშილავა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო- გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
3) კარლო აქიმიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
4) ნინო ჯაფარიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო- გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
4) ნინო ადეიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ზაზა გორდეზიანი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ანზორ აბშილავა, საკონკურსო კომისიის მდივნად კარლო აქიმიძე;
3. დაევალოს   საკონკურსო   კომისიას   კონკურსანტთა   განცხადებებისა   და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 27 დეკემბრისა.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (პერსონალის  მართვის  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი).
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი        ჯაბა სამუშია