Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ’’, ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და უნივერისტეტის რექტორის 2022 წლის 26 ოქტომბრის N317/01-01 ბრძანების, უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების   ალექსანდრე გაბაშვილის და საბა ლოლაძის 2022 წლის 22 ნოემბრის N21428/10-02 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნას დამატება   ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ფუნქციონირებისათვის ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების (დადგენის) მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’ რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა   და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022   წლის 7 ნოემბრის N23/04 ერთობლივ ბრძანებაში და ბრძანებას, მისი პირველი პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის  მქონე ,,რ’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტები:
,,რ)   ალექსანდრე   გაბაშვილი   -   უნივერსიტეტის   სტუდენტური   თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ს) საბა   ლოლაძე   -   უნივერსიტეტის   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი- სამუშაო ჯგუფის წევრი.’’

2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    ბრძანება    განათავსოს    ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და დაინტერესებულ პირებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე   ბრძანება   დაინტერესებული   პირის   მიერ   შეიძლება   გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ძალაში შესვლიდან   1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე